ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ახალგარდა მამაკაცი დაჭრეს

ქობულეთში, რუსთაველის 122 ნომერში დაპირისპირების შედეგად, ახალგაზრდა კაცი სანადირო თოფით დაჭრეს. შემთხვევის ადგილიდან, სამი მასრა ამოიღეს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, საშუალო ასაკის მამაკაცებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, მოგვიანებით ჩხუბში გადაიზარდა. სანადირო იარაღით დაჭრილი მამაკაცი, რეგიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ამ წუთებში მას ოპერაცია უტარდება.

ექიმის ინფორმაციით, 30 წლამდე კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ადგილზე, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად, საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ.

გამოძიება, შსს ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, ბრალდბეული ჯერ დაკავებული არ არის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად