ქედაში ვაზის უნიკალური ჯიშის, ჩხავერის რთველი მიმდინარეობს

წელს ქედის მუნიციპალიტეტში ჩხავერის ყურძნის 200 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

ქედის მუნიციპალიტეტში ჩხავერის რთველში ოთარ ლორთქიფანიძის ვენახში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ჩხავერის რთველში მიიღო მონაწილეობა.

,,ქედაში აქტიურად მიმდინარეობს ჩხავერის რთველი. ჩხავერი ქედისთვის, აჭარისთვის იქცა ერთ-ერთ პერსპექტიულ ჯიშად. ყველა ფერმერს ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა სოფლის მეურნეობამ ადგილზე შეძლოს მეტი შემოსავლის გენერირება“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარაში ვენახის საერთო ფართობი 180 ჰექტარს შეადგენს, მათ შორის ქედის მუნიციპალიტეტში – 82 ჰექტარს, აქედან ჩხავერით დაკავებულია 20 ჰა ფართობი.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამის ,,მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში 30 ბენეფიციარს 10 000 ძირი ცოლიკაურისა და ჩხავერის ჯიშის ვაზის ნერგები გადაეცა.

სინქრონები: თორნიკე რიჟვაძე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი სურმანიძე – აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად