ქალაქ ბაღდათში, დავით აღმაშენებლის ქუჩის პირველ შესახვევში საყრდენი კედლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქალაქ ბაღდათში, დავით აღმაშენებლის ქუჩის პირველ შესახვევში საყრდენი კედლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

აღნიშნულ ქუჩაზე რკინა /ბეტონის საყრდენი კედელები ეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ბორი85“ ასრულებს, რომლის ღირებულებაც 99000 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სამუშაოები მაისის თვეში დაიწყო და აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

კომენტარები
იტვირთება...