ფოთში, სატვირთო მანქანების მძღოლები საპროსტო აქციას მართავენ

ისინი შეკვეთილი რეისების ტარიფის გაზრდას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ტვირთების გადაზიდვაზე უარს აცხადებენ.

„ტარიფებია ძალიან დაბალი, ხელივნურადაა დაწეული. ჩვენი მოთხოვნაა ტარიფები გაიზარდოს. საწვავის ფასმა მოიმატა აზერბაიჯანში, საქართველოში, მოიმატებს კიდევ და არ ღირს საერთოდ მუშაობა, არაფერი არ გვრჩება. მანქანებს ვერ ვინახავთ, ოჯახებს ვერ ვინახავთ, სესხები გვაქვს, ბანკები გვართმევს სახლებს. ჩვენი მოთხოვნის არ შესრულების შემთხვევაში, არ დავიტვირთებით, ტვირთებს არ გადავიტანთ, ტრანსპორტი გაჩერდება”, –  განაცხადა ტრაილერის მძღოლმა გოჩა საჯაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად