ფოთში, COVID -19-ის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ფოთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 17- ს ჩაუტარდა, აქედან ვირუსი ექვს ადამიანს გამოუვლინდა.

 

„სულ ამ პერიოდისათვის გამოჯანმრთელებულია 3 654 პაციენტი, გარდაცვლილი -28, აქტიური პაციენტია 208, მათ შორის სტაციონარშია 50, კარანტინში 2, ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ 156. თვითიზოლაციაზეა 187, აქედან ახალი შემთხვევის კონტაქტი 14. ტესტირება ჩაუტარდა 17 პირს, ყველა სიმპტომური პაციენტია. „ევექსის“ ფოთის ჰოსპიტალშია 37 პაციენტი“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ლეფსაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად