ფოთში, COVID -19-ის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსზე გამოკვლევა 20 ადამიანს ჩაუტარდა.

დადებითი პასუხი სამს დაუფიქსირდა. ასევე, მათივე განცხადებით, სულ ამ პერიოდისათვის გამოჯანმრთელებულია 4 200 პაციენტი, გარდაცვლილია -37. აქტიური პაციენტია 53, მათ შორის სტაციონარშია 25, კარანტინში 3 , ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა 25.

თვითიზოლაციაზე 56 კონტაქტირებული პირი იმყოფება.
ევექსის ფოთის ჰოსპიტალშია 25 პაციენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...