ფოთში, COVID -19-ის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსზე გამოკვლეული 103 ადამიანიდან, ინფიცირება 20-ს დაუდგინდა. ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ 168 პაციენტი იმყოფება.

„ამ პერიოდისათვის სულ გამოჯანმრთელებულია 3 688 პაციენტი, გარდაცვლილი -29. აქტიური პაციენტია 216, მათ შორის სტაციონარშია 46, კარანტინში 2, ბინაზე 168. თვითიზოლაციაზეა 152, აქედან ახალი შემთხვევის კონტაქტი 32. ტესტირება ჩაუტარდა 103 პიროვნებას- 7 გეგმიური, დანარჩენი 96 სიმპტომური პაციენტია.„ ევექსის“ ფოთის ჰოსპიტალშია 38 პაციენტი“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა ნინო ლეფსაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად