ფოთში, COVID-19-ის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსზე გამოკვლევა 233 ადამიანს ჩაუტარდა. თვითიზოლაციაში 154, ხოლო კარანტინში 2 პირი იმყოფება.

„სულ ამ პერიოდისათვის გამოჯანმრთელებულია 3 683 პაციენტი, გარდაცვლილი -29. აქტიური პაციენტია 200, მათ შორის სტაციონარშია 48, კარანტინში 2, ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა 150.
თვითიზოლაციაზეა 154, აქედან ახალი შემთხვევის კონტაქტია 2.ტესტირება ჩაუტარდა 233 პირს, აქედან 75 გეგმიურის, დანარჩენი 158 სიმპტომური პაციენტია. „ევექსის“ ფოთის ჰოსპიტალშია 39 პაციენტი“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ლეფსაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად