სურამში ლესია უკრაინკას იუბილე აღინიშნა

უკრაინელი პოეტი ქალის, ლესია უკრაინკას 149-ე საიუბილეო თარიღი სურამში ღონისძიებებით აღინიშნა.

დაბა სურამის მესამე საჯარო სკოლაში, მოსწავლეების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

ლესია უკრაინკას ძეგლის გვირგვინით შემკობაში მონაწილეობა მიიღეს: ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა და უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებმა.

ღონისძიების საპატიო სტუმრები იყვნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი.
იუბილეს აღსანიშნავად შეკრებილი საზოგადოება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით მომზადებულ ლესია უკრაინკას მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციასაც გაეცნო.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის სრულმასშტაბიანი პროექტი იწყება. პროექტის პირველ ეტაპზე მოხდება შენობის დემონტაჟი. მუზეუმის შენობა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა და ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.
სამუზეუმო ექსპოზიცია სახლ-მუზეუმის თანამედროვე კონცეფციას დაექვემდებარება, რაც მას მეტ შინაარსობრივ დატვირთვას შესძენს. სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება.

პროექტის პრეზენტაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ინიცირებით მოეწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად