სოფლებში ლეღვანსა და ვარძიაში გზის მობეტონების სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ვარძიაში, მესამე უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში გზის 600 მეტრამდე მონაკვეთი მობეტონდება. მოეწყობა გაბიონები და ცხაურები. პროექტის საერთო ღირებულება 134 880 ლარია.

ბეტონის საფარის დაგება გზის 1076 მეტრ მონაკვეთზე მიმდინარეობს სოფელ ლეღვანში, პროექტი გარდამავალია, მიმდინარე წელს 200 000 ლარის სამუშაოები შესრულდება. პროექტის საერთო ღირებულება 250 077 ლარია.
მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია საუბნო გზების რეაბილიტაციას პრიორიტეტულად მიიჩნევს და მსგავსი პროექტები 2022 წელსაც განხორციელდება.
მიმდინარე წელს, ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის აქტიური მუშაობის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ათი ,,გაცოცხლებული პროექტი” განახლდა, მათ შორის ერთ – ერთი ვარძიის პირველ უბანში.
ვარლამ ჭიპაშვილი: ,,ყოველთვის როდესაც მერიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის საშუალებით მოსახლეობას ვაწოდებთ ინფორმაციას ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, ჩნდება მათი სამართლიანი გულისწყრომა იმ პროექტების გამო, რომლის განხორციელება ჯერ დაგეგმვის ეტაპზეა. ეტაპობრივად ყველა ეს პროექტი განხორციელდება. 2021 წელს ინფრასტრუქტურული მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გაკეთდა ხარაგაულში , ეს ტემპი მომავალ წელს შეუქცევადად გაგრძელდება.“

კომენტარები
იტვირთება...