სოფელ შამგონაში, იმ ადგილას სადაც მაშველებმა 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, იმ ადგილას სადაც მაშველებმა 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს სამოქალაქო აქტივისტებმა და მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ მდინარე ენგურში გარდაცვლილთა სულების უკვდავსაყოფად სიმბოლურად ყვავილები გაუშვეს და მომხდარში როგორც აფხაზური მხარე, ისე ქართული მხარე დაადანაშაულეს და აღნიშნეს რომ რომ არა 5 დღიანი კარანტინი ტრაგედია არ მოხდებოდა.

ცნობისთვის, ოთხივე გარდაცვლილის ცხედარს წუხელ გვიან ღამით ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში ესპერტიზა ჩაუტარდა. ერთი უკვე ოკუპირებულ აფხაზეთში გადაასვენეს, ხოლო დანარჩენი სამი ზუგდიდში ნათესავის სახლშია დასვენებული და მათი გადასვენება უახლოეს საათებში მოხდება.

გუშინ, მდინარე ენგურზე ოთხი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მათგან სამი გალის სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მცხოვრებია.

ნათესავების ინფორმაციით, დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...