სენაკში, მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში, მარათონი გაიმართა

,,მტკიცე სული 2021”-ის ფარგლებში, სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა მარათონი გამართეს.

მარათონის მსვლელობაში, ,,Agile Spirit 2021-ის“ ქართველ და ამერიკელ ხელმძღვანელებთან და სამხედრო პირებთან ერთად, მონაწილეობა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ბაღათურიამ მიიღო.

სპორტული აქტივობა მეგობრობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

მარათონის დასრულების შემდეგ, მრავალეროვნული სწავლების ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და პოლკოვნიკმა კრის მარშალმა, სამხედრო პირებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და აფხაზეთისა და აგვისტოს ომებში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს.

კომენტარები
იტვირთება...