სენაკის მუნიციპალიტეტში, მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზა აღდგენილია

ეს მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზაა. რამდენიმე ათეული წელია, რაც მან თავისი ფუნქცია დაკარგა.

გზის რეაბილიტაციის პრობლემის მოგვარებას მოსახლეობა წლებია ითხოვს.

მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზის აღდგენის სარეაბილიტაციო სამუშაოები, წლების შემდეგ, პირველად ჩატარდა.
აღნიშნული პროექტის განხორციელება, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან კუპრეიშვილის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

პროექტს, რომლის ღირებულება 524 454 ლარს შეადგენს, სს ,,არქეოპოლისი“ აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...