სენაკის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან საერთო კრებები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაიწყო

სენაკის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამი“ ფარგლებში, მოსახლეობასთან საერთო კრებები დღეს, ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულიდან დაიწყო.

აღნიშნული პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები დასახლების საერთო კრებებზე, ახალსოფლის, თეკლათის და ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობამ გამოავლინა.
შეხვედრებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მნიშვნელოვანია, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები თოთხმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის სასურველი პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
მიმდინარე წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 64-მდე პროექტი განხორციელდება.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის თოთხმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში 62 პროექტი განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...