საძოვრების კერძო პირზე გასხვისებას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში აპროტესტებენ

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის მოსახლეობა აქციას მართავს, პროტესტის მიზეზი საძოვრების კერძო პირზე გასხვისებაა.

ადგილობრივების თქმით, მათთვის ძირითადი შემოსავალი მესაქონლეობაა,სოფელს სხვა ალტერნატიული ფართი არ გააჩნია და საძოვრების გარეშე საქონელის გამოკვებას ვერ შეძლებენ.

“2000 წლიდან იჯარით ჩვენ გვეკუთნის ეს ტერიტორიები.საქონელი გვყავს და ოჯახს ამით ვარჩენთ.სხვა შემოსავალი არ გვაქვა.საბუთებიც გვაქვს რომ ამ ფართს კანონიერად ვიყენებთ.მუნიციპალიტეტმა ჩუმად გაასხვისა,მაგრამ ახალ მფლობელს გამოყენების უფლებას არ მივცემთ.აქ ვიმორიგევებთ.”- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მოსახლრობას მუნიციპალიტეტის მერი უკვე შეხვდა.როსტომ სესიაშვილის განმარტებით,გასხვისება აუქციონის სახით კანონის ფარგლებში მოხდა.

საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად