სარვამარტო მილოცვა და ყვავილები ქალბატონებს ზესტაფონის მერისგან

სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე ქალაქის სხვადასხვა უბანში ქალბატონებს შეხვდა, 8 მარტი მიულოცა და ყვავილები გადასცა.

თაიგულების დარიგება დღეს დილიდან დაიწყეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ყვავილები, როგორც ქუჩაში გამვლელებს, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებისა და დაწესებულებების წარმომადგენლებს მიუტანეს.

“ყველა ქალს მივულოცავ 8 მარტს და გაზაფხულის დღესასწაულებს. წარმატებებს ვუსურვებ მათ პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში. განსაკუთრებულია ქალის მისია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში”, – აღნიშნა მერმა გიორგი გოგლიჩიძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად