სამტრედიაში, სოფელ ჩხენიშში მომავლის პარკის მოწყობა და განაშენიანება მიმდინარეობს

ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჩხენიშში მომავლოს პარკის მოწყობა და განაშენიანება მიმდინარეობს.

დღეს სოფლის მოსახლეობამ პარკში სოჭისა, პალმის და სხვადასხვა სახის ნერგები დარგო. აქციას მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია შეუერთდა და ადგილობრივებთან ერთად პარკში მარადმწვანე მცენარეები დარგო.

მომავლის პარკი გასულ წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოეწყო, ხოლო წელს აღნიშნული პროგრამით მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ატრაქციონები დამონტაჟდება და ბორდიულები მოეწყობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად