სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში 62 პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან. დროის ამ მონაკვეთში გამოვლენილია ინფიცირების 98 ახალი შემთხვევა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 57 ადამიანი.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 68 კოვიდინფიცირებული, ფოთის ჰოსპიტალში 40, მათ შორის 3 მძიმეა. სენაკში, “სენამედის” კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 27 პაციენტი, მათ შორის მძიმე 6. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 18 პაციენტია, მათ შორის მძიმე 3. აბაშის “ევექსის” კოვიდ კლინიკაში 20 პაციენტი. სენაკის “ლაზიკა მედიში” 17 პაციენტი.
ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს უკვე 3 096 პირი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად