საგარეჯოში, მოსახლეობა საძოვრების გასხვისებას კვლავ აპროტესტებს

საგარეჯოს მოსახლეობა მორიგ საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მერიას სასოფლო- სამეურნეო სავარგულების ფარულად გასხვისებასა და ტყუილში ადანაშაულებენ.

მათი თქმით,მიწის ფართს საიჯარო ხელშეკრულებით ფლობდნენ,ვადის გასვლის შემდეგ კი ადგილობრივ ხელისუფლებას დაკანონების მოთხოვნით მიმართეს.თუმცა მუნიციპალიტეტმა მათგან ფარულად გაასხვისა და საპარტნიორო ფონდს გადასცა.

“კიდრვ ერთხელ მოგვატყუეს.არავითარი შედეგი არ არის.გაგვიყიდეს მიწა, საიდანც ჩვენი ძირითადი შემოსავალი გვქონდა.ახლა რა ვქნათ, რითი ვარჩინოთ ოჯახები.ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად,ისე გაყიდეს ამხელა ტერიტორია არც კი გაგვაფრთხილეს.ზოგს ვაზი აქვს გააშენებული.ცოდო არა ვართ? როგორც გვეუბნებიან საპარტიონი ფონდმა შეისყიდა და ნუშის ხეხილს აშეენებს.”- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ცნობისათვის, დღესვე მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმას გუბერნატორის ადმინიატრაცია.

ცნობისთვის,მიწების დაბრუნების მოთხოვნით მოსახლეოობამ აქცია ერთხელ უკვე გამართა.მაშინ მათ პროტესტს ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და პრობლემების მოგვარებისთვის დრო ითხოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად