საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში ქვემო სამგორის საირიგაციო სისტემის მარჯვენა მაგისტრალურ არხის სარეაბილიტაციო ღონისძიებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში მსოფლიო ბანკის ფინანსირებადი პროექტის ფარგლებში, ქვემო სამგორის საირიგაციო სისტემის მარჯვენა მაგისტრალურ არხის სარეაბილიტაციო ღონისძიებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე -გიორგი ლალიაშვილი და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ 2019-2020 წლებში, მომზადდა ამავე სისტემის (მარჯვენა მაგისტრალური არხი) მომსახურების ტერიტორიის შიდა-სამეურნეო ქსელის რეაბილიტაციის დეტალური პროექტი.

პროექტის მომზადების პერიოდში, მსოფლიო ბანკის პროექტის განმახორციელებელი ერთეულის ჯგუფის ხელშეწყობით, საზოგადოებრივ საწყისებზე, უსასყიდლოდ და საკუთარი ინიციატივის საფუძველზე განხორციელდა ფერმერთა 3 საინიციატივო ჯგუფის ფორმირება საპროექტო არეალის ფარგლებში, მარჯვენა მაგისტრალური არხის გამანაწილებლების გ1-გ33 ზონაში (აქტიური, დაინტერესებული პირები, რომლებმაც ინტენსიური მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტიულ საპროექტო კონსულტაციებში და პრეზენტაციებში.

ამჟამად, სწორედ ზემოაღნიშნული პროექტის მიხედვით, მიმდინარეობს შიდა-სამეურნეო სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც მდებარეობს ბენეფიციართა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და კარმიდამოები.

ქვეყანაში შედარებით დასტაბილირებული კოვიდ სიტუაციის გათვალისწინებით, საჭირო შეიქმნა ფერმერთა საინიციატივო ჯგუფებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის აღდგენა.

ამ კონტექსტში, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლების ჩართულობა, რათა პირველ რიგში, ისინი თავად იყვნენ ინფორმირებული მიმდინარე ღონისძიებების შესახებ და ამასთან, პროექტში ჩაბმული პარტნიორებთან ერთად, გამოხატონ მხარდაჭერა ფერმერთა ცნობიერების ამაღლებისა და გათვიცნობიერების აქტივობების ორგანიზებისა და მობილიზაციის საქმეში.

კერძოდ, საჭიროა, რომ ადმინისტრაციამ ხელი შეუწყოს პროექტის ჯგუფების/პარტნიორების საქმიანობას, რათა ეტაპობრივად განხორციელდეს:

– კომუნიკაციის აღდგენა გასულ წლებში ფორმირებულ ფერმერთა საინიციატივო ჯგუფებთან;

– საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს მათი შემადგენლობის გადახალისება-შევსება ახალი, დაინტერესებული, აქტიური პირებისაგან/ბენეფიციარებისაგან.

– მათი მეშვეობით გაირკვეს და გაანალიზდეს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ბენეფიციარებს/ფერმერებს მიმდინარე სამშენებლო ღონისძიებებთან, რომლის შედეგებიც მათ სასოფლო-სამეურნეო აქტივობაზე პოზიტიურად უნდა აისახოს და ა.შ.

– ამ მიზნით, მოეწყოს საინიციატივო ჯგუფების სამუშაო შეხვედრები მშენებელ-კონტრაქტორთან, ზედამხედველთან და ინტერაქტიულ გარემოში განხორციელდეს ბენეფიციართა შეკითხვების, მათ მიერ დასმული მნიშვნელოვანი ტექნიკური დეტალების განხილვა და დაზუსტება საინჟინრო გადაწყვეტილებების შესაძლებლობის ფარგლებში.

– სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად დაისვას საკითხები, თუ რა ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება შეიძლება ეტაპობრივად პროექტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შპს „საქართველოს მელიორაციის“ მხრიდან, ფერმერების წყლის მიღებისა და სამართლიანი განაწილების შესახებ, წყალსარგებლობის უფრო ეფექტურად მართვისა და ზოგადად, მათი ფუნქციონირების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

ეს გახლდათ კონკრეტული შეხვედრის მიზანი, რასაც უნდა მოჰყვეს მომდევნო შეხვედრები უკვე, ადმინისტრაციულ ერთეულებში, ფერმერების საინიციატივო ჯგუფებისა და პროექტის ყველა პარტნიორის მონაწილეობით, რომლის მიზნობრიობაც ზემოთ იქნა აღნიშნული.

Attachments area

კომენტარები
იტვირთება...