როგორ კადრებს ეძებს AMAZON საქართველოში? – 24 ივლისს ვებინარი გაიმართება

გურჯაანის ტექნოპარკის ორგანიზებით, 24 ივლისს, 11:00 საათზე Amazon.com_ის რევერსული ლოგისტიკის ხელოვნური ინტელექტის განვითარების ბიზნეს ჯგუფის ხელმძღვანელის პავლე მგელაძის ვებინარი გაიმართება, თემაზე „როგორ კადრებს ეძებს AMAZON საქართველოში“.

პავლე მგელაძე, პირველი ქართველია Amazon-ში მაღალ ბიზნეს პოზიციაზე, სადაც მან მუშაობა 2016 წელს დაიწყო “Emory”-ს უნივერსიტეტის, ბიზნეს ადმინისტრირების ხარისხის მიღების შემდეგ. მისი კარიერა Amazon-ში, საფასო ალგორითმების აწყობით დაიწყო „Trade-In“ გუნდისთვის და ახლა მსოფლიო რევერსული ლოგისტიკის ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს გუნდს ხელმძღვანელობს.

როგორც თავად პავლე ამბობს თავის საქმიანობაზე: “ახალ ტექნოლოგიებს ვიყენებ, მომხმარებლების ოცნებების ასასრულებლად”.

24 ივლისს, Online შეხვედრის ფარგლებში, პავლე ისაუბრებს, თუ როგორ კადრებს ეძებს ამაზონი საქართველოში, რის შემდეგაც კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავა მსმენელი.

უნდა აღინიშნოს, რომ ამაზონმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა 100-მდე თანამშრომელი ყავდა და მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ოპერირებდა. დღეს კი, 1.3 მლნ თანამშრომელი ჰყავს და 150-ზე მეტ ქვეყანაში სარგებლობენ მისი პროდუქტებითა და სერვისებით – მიდგომები კი დღემდე უცვლელი რჩება.

გურჯაანის ტექნოპარკის ორგანიზებით, ვებინარების სერია გაზაფხულიდან მიმდინარეობს და პავლე მგელაძის გარდა, ამ დროისთვის Google-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის გიორგი მეგრელის, Ehotelspace-ის დამფუძნებლის დაჯი ლიპარტელიანის, პოლონეთში ქართული ღვინისა და არტ გალერეის დამფუძნებლის ქეთი ფრანგულაიშვილის ვებინარები გაიმართა.

24 ივლისს, 11:00 საათზე, „როგორ კადრებს ეძებს Amazon საქართველოში“ ვებინარზე დასწრებას შეძლებთ Zoom_ის დახმარებით: https://us02web.zoom.us/j/87993482828 , ხოლო დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ გურჯაანის ტექნოპარკის Facebook Event-ს: https://fb.me/e/5uf30QI1f

კომენტარები
იტვირთება...