რიონის ხეობის მცველებისთვის აქციის გასამართად შეთავაზებული ტერიტორიები მიუღებელია

ნამახვანჰესის მოწინაამდეგეებს ნამოხვანში პროტესტის გადასატანად სახელმწიფომ 13 ალტერნატიული ლოკაცია შესთავაზა. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ევროკავშირის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. აღნიშნული ლოკაციები კი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტებმა პოლიციასთან ერთად დაათვალიერეს და განაცხადეს, რომ ეს ადგილები, როგორც კარვების განთავსებისათვის, ასევე კომუნიკაციისთვის შეუფერებელია.

აქტივისტები ამბობენ, რომ პროტესტის ძირითად ადგილად კვლავ სოფელ გუმათის მიმდებარე ტერიტორია იქნება

კომენტარები
იტვირთება...