რიონის ხეობაში მდგომარეობა დაძაბული რჩება

სამართალდამცველებმა რკინის ჯებირის ნაწილი შაბათს მოხსნეს, თუმცა ჰესის მოწინააღმდეგეებს სოფელში ისევ არ უშვებენ. „რიონის ხეობის მცველები“ კი ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

„ველოდებით ისევ კონკრეტულ ნაბიჯებს. შეთანხმება გულისხმობდა, რომ შეესრულებინათ პირობები და აქამდე ეს პირობები შესრულებელი არ არის. მოვუწოდებთ, რომ დროულად გადმოდგან ნაბიჯები. საზოგადოებაც ისე აღიქვამს, რომ თითქოს არაფერის შესრულებას არ აპირებენ და წელავენ დროს. იმისთვის რომ კიდევ უფრო არ დაიძაბოს სიტუაცია, ვფიქრობ დროულად უნდა გადმოდგან ნაბიჯები. რკინის ბარიკადების მოხსნა არ ცვლის არაფერს. ჩვენ ვითხოვთ გადადგილების უფლებას პროტესტის ძირითად ადგილზე და ეს უფლება არ გვეძლევა. სანახევროდ შესრულებულ ვითომ პირობებს არ შევეგუებით. სამომავლო გეგმა არ შესრულების შემთხვევაში უკავშირდება ფართომასშტაბიან აქციებს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...