ნუცუბიძის II მ/რ-ის II კვარტალში, N8 კორპუსის მიმდებარედ გზის მოწყობა მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის II მ/რ-ის II კვარტალში, N8 კორპუსის მიმდებარედ საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის II მ/რ-ის II კვარტალში, N8 კორპუსის მიმდებარედ საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

ტერიტორიაზე უკვე მოეწყო გზის ახალი საფუძველი და ამჟამად, ასფალტის საფარი იგება. პროექტის თანახმად, განახლდება და მოწესრიგდება 900-მდე კვ. მ ფართობის გზა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 45 000 ლარია გათვალისწინებული. მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

კომენტარები
იტვირთება...