ნინო წილოსანი და ესტონეთის ელჩი საქართველოში რიინა კალიურანდი წყალტუბოს ეწვიენ

ახალი საერთაშორისო ურთიერთოებების დამყარება და სოფლის მეურნეობის განვითარება იყო მთავარი საკითხები, რომელიც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა და ესტონეთის ელჩმა საქართველოში რიინა კალიურანდმა წყალტუბოში ვიზიტისას განიხილეს.

საპატიო სტუმრები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ მიიღო. შეხვედრაზე საქართველო-ესტონეთის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აგრარულ სექტორში დასაქმებულ მეწარმე ქალბატონებს, შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარ დეპუტატთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად სოფელ გუმათში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს, სადაც მაღალი ხარისხის ბიოჩაის აწარმოებენ და რეალიზებაც ევროპის ბაზარზე ახდენენ.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და ესტონეთის ელჩი საქართველოში რიინა კალიურანდი გამართული სასათბურე მეურნეობის ფუნქციონირებისა და მაღალი ხარისხის ბოსტნეულის, წარმოების ტექნოლოგიებს შპს ,,ჰერბიაში’’ გაეცნენ. „ჰერბიაში“ 80 სახეობის პროდუქციას აწარმოებენ, სათბურები გაშენებულია 10 ჰექტარ ტერიტორიაზე, კომპანია ამ ეტაპზე ბოსტნეულითა და მწვანილით ყველა ქსელურ მარკეტს ამარაგებს საქართველოში.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა და პარლამენტარებმა მე-6 აბაზანა დაათვალიერეს. აღინიშნა, რომ წყალტუბოს როგორც უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტის განახლებასთან ერთად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული მიმართულების მხარდაჭერა და განვითარება.

კომენტარები
იტვირთება...