მუნიციპალური განვითარების ფონდმა ღია კარის დღე გამართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლების, ბაღების და სპორტკომპლექსების მშენებლობა/რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა. შეხვედრაზე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია დაგეგმილი მშენებლობების პირობების შესახებ.

ღია კარის დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე დავით ტაბიძე და პროგრამის მენეჯერები აკაკი დევიძე და ჯაბა სირბილაძე ესწრებოდნენ.
მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების, ბაღების და სპორტკომპლექსების მშენებლობა/რეაბილიტაციას არაერთ რეგიონში გეგმავს. მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2021 წლებში ქვეყნის მასშტაბით 160-მდე სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია აქვს დაგეგმილი. უკვე დაწყებულია 59 სკოლის პროექტირება/მშენებლობა და 80 სარეაბილიტაციო სკოლის პროექტირება. 2019 წელს ქვეყნის მასშტაბით ფონდმა ათეულობით ბაღის მშენებლობა დაიწყო და სკოლამდელ აღსაზრდელთა ინფრასტრუქტურის მოწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. ასევე, ფონდი არაერთ მნიშვნელოვან სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაციას ახორციელებს. პროგრამა ფინანსდება, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტით, ასევე, დონორის სახსრებით.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიზანია, სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს. დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს, უკეთ მოემზადონ და კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოფილი იყოს ღია და თანაბარი პირობები.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად