მაღალმთიან აჭარაში თოვლის წმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე თოვლის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 50-60 სანტიმეტრს აღწევს.

ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი ყველა საავტომობილო გზა გაწმენდილია. ამ ეტაპზე ხორციელდება სოფლების შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული არ არის. ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 14 ერთეული ტექნიკა ახორციელებს გაწმენდით სამუშაოებს, შუახევის მუნიციპალიტეტში-13 ერთეული, ქედის მუნიციპალიტეტში-6 ერთეული, ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში-7 ერთეული ტექნიკა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში გზის თოვლის საფარისაგან გაწმენდის საჭიროება მხოლოდ ჩაქვისთავის მიმართულებით შეიქმნა და შესაბამისად, ამ მიმართულებაზეც მიმდინარეობს სამუშაო პროცესი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად