ლაგოდეხის გამშვები პუნქტიდან, საქართველოს რამდენიმე მოქალაქე , რომელიც ირანში მოგზაურობდა არ შემოუშვეს

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის საბაჟო -გამშვები პუნქტიდან საქართველოს რამდენიმე მოქალაქე , რომელიც ირანში მოგზაურობდა საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს.

საზღვარზე გადმოსვლა მამაკაცმა შეძლო, მისი მეუღლე და შვილები კი უკან გაბრუნდნენ.

“საინკუპაციო პერიოდი გასული არ იყო. მართალია არც მაღალი ტემპერატურა არ აღენიშნებოდათ, თუმცა იმის გამო, რომ ისინი ირანში იყვნენ ნამყოფები მათ შევთავაზეთ ინფექციურ საავადმყოფოში გადასვლა, თუმცა დედამ უარი განაცხადა და აზერბაიჯანში დარჩენა ამჯობინა.მისმა მეუღლემ კი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა შეძლო, ვინაიდან ის ირანში ნამყოფი არ იყო და არც ვირუსთან დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა. “- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების უფროსმა, მაკა ხმალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად