კორონავირუსის დაფიქსირების გამო სწავლის პროცესი არ განახლდა ქუთაისის რამდენიმე ბაგა-ბაღში

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლების სავალდებულო ტესტირებისას კორონავირუსი Nმე-5; N29-ე და N37-ე ბაგა-ბაღების წარმომადგენლებს დაუდასტურდათ.

შესაბამისად, აღნიშნული ფილიალების თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ამის შესახებ „აიპრესს“ ინფორმაცია ქუთაისის ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების მმართველმა დავით წიტაიშვილმა მიაწოდა.

ქუთაისში ბაღი ფუნქციონირებს. თანამშრომლებს ყოველ ორ კვირაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...