დაინფიცირებულების 460-მდე კონტაქტი უკვე მოიძიებულია. სპეციალისტების რეკომენდაციით, ყველა მათგანი გადასულია თვითიზოლაციაში.
ეპიდემიოლოგიური ვითარება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: ახმეტა-309, გურჯაანი-812, დედოფლისწყარო -357, თელავი -1152, ლაგოდეხი – 578, საგარეჯო -408, სიღნაღი-250 სა ყვარელი -352.
ამ ეტაპზე მკურნალობს 2142 მოქალაქე, აქედან 1925 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 27 კოვიდ -სასტუმროში, ხოლო 190 იმყოფება კოვიდ – კლინიკაში.
თვითიზოლაციაში რჩება 2457
ადამიანი, რეგიონის მასშტაბით საკარანტინო ზონებში კი იმყოფება 67.
ბოლო რამდენიმე საათში ვირუსი 113- მა მოქალაქემ დაამარცხა და ეს რიცხვი 1,994- მდე გაიზარდა.
კახეთის რვა მუნიციპალიტეტის მასშტაბით , ბოლო რამდენიმე თვეში, 28 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 4218 – ს მიაღწია.