კახა ოქრიაშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტს 150 ნერგი საჩუქრად გადასცა

ქალაქ დმანისში მერიის ინიციატივით, ა(ა)იპ კომუნალური სამსახურის და მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა.

გამწვანების აქციაში უშუალო მონაწილეობა მიიღეს საჯარო მოხელეებმა, დმანისის მერმა გიორგმა ტატუაშვილმა. აქციას შეუერთდა დმანისის მოსახლეობა.
მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით – მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მისი გამწვანებაც, ახალი ნარგავები ქალაქს სულ სხვა ელფერს შესძენს როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ვიზიტორებისთვის კიდევ უფრი მიმზიდველი გახდება, მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც დაიგეგმება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...