თელავსა და გურჯაანში საბავშვო ბაღები 1 დეკემბრამდე ვერ გაიხსნება

კოვიდ- 19-ის ყოველდღიური შემთხვევებისა და მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, სააღმზრდელო დაწესებულებები ოქტომბრის ბოლოსათვის დაიკეტა.

1 დეკემბრამდე ვერ გაიხსნება საბავშვო ბაღები თელავის მუნიციპალიტეტშიც. ცალკეული ჯგუფები და ბაღებია დაკეტილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

სპეციალისტების განმარტებით, სკოლამდელი ასაკის ბავშვების უმრავლესობა, აუცრელი ოჯახის წევრებისა და პედაგოგებისგან დაინფიცირდა.

კომენტარები
იტვირთება...