ზუგდიდში, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე აღნიშნეს

31 მარტი  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მწერალს, მთარგმნელს, დისიდენტს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ეროვნულ გმირს, ზვიად გამსახურდიას 82 წელი შეუსრულდებოდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.

მოეწყო მხატვრული პერფორმანსიც.

,,31 მარტის რეფერენდუმი უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ისტორიაში, რომელსაც 9 აპრილს  დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერა მოჰყვა და საქართველო გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც დღემდე ვითარდება ევროპული გზით, ხვალინდელი დღეც ჩვენ მხოლოდ ევროატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრირებულად წარმოგვიდგენია“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

დღესვე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, დარჩელში ზვიად გამსახურდიას ბიუსტს  და ჯიხაშკარში, პრეზიდენტის მემორიალურ საფლავს   ყვავილებით შეამკობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...