ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე ბმვ-ს და ჰონდა ფიტის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. პირველადი ინფორმაციით არიან დაშავებულები.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
გავრცელებული ინფორმაციით, შედარებით მძიმეა ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომობილში ბავშვებიც ისხდნენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინდინარეობს.