ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ სკოლებში სასწავლო პროცესი დასწრებით რეჟიმში განახლდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ სკოლებში სასწავლო პროცესი დასწრებით რეჟიმში განახლდა, ხოლო ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში სწავლა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, ზუგდიდში სულ 57 სკოლა, აქედან 6 კერძოა, 39 სოფლებში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი ქალაქის ტერიტორიაზე. მისივე თქმით, სკოლებში სადაც სასწავლო პროცესი დასწრებით რეჟიმში განახლდა, გათვალისწინებულია ეპიდემიოლოგების რჩევები და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად