ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში უცხოეთის 1 მოქალაქე მოათავსეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით გუშინ უცხოეთის 1 მოქალაქემ მიმართა და ამ დრომდე ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება.არსებული ინფორმაციით ის გუშინ ლიტვიდან ჩამოფრინდა.

როგორც კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჩიქოვანმა განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას უკვე ჩაუტარდა სამედიცინო კვლევები და მიმდინარეობს დაკვირვება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად