ზუგდიდი-მესტიის გზაზე კლდე ჩამოიშალა

ზუგდიდი მესტიის საავტომობილო გზაზე, ბეჩოსა და ლატალს შორის, ე.წ. შყაბთან ძლიერი წვიმის შედეგად კლდე ჩამოიშალა და გზა ჩაკეტა.

 

როგორც მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განაცხადა გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. და მოძრაობა მალე აღდგება.

ქვისცვენისა და ზვავსაშიშროების გამო, გუშინ ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იყო აკრძალული ხაიში-ლახამულას მონაკვეთზე, რომელიც ამ დროისთვის აღდგენილია.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 12-14 იანვარს მესტიაში წვიმაა მოსალოდნელი. 15-დან 18 იანვრის ჩათვლით კი, გადაუღებლად ითოვებს. ჰაერის ტემპერატურა -5, -11 გრადუსი იქნება.

19 იანვრიდან გამოიდარებს, თუმცა ყინვა შენარჩუნდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად