ზესტაფონის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარებ ქალებს 8 მარტი მიულოცეს

ქალთა საერთაშორისო დღე ქალბატონებს, ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ მიულოცეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 8 მარტის დღესასწაული ზესტაფონის ქუჩებში გამვლელ ქალბატონებს, ასევე სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენლებს მიულოცეს და ყვავილები გადასცეს. ყვავილები და მილოცვა ათობით ქალმა მიიღო. აქცია ზესტაფონის მერიისა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით დაიგეგმა.

„8 მარრტს ქალბატონებისთვის განსაკუთრებული განწყობა და ემოციები ახლავს. ჩვენ შევეცადეთ სადღსასწაულო განწყობა შეგვექმნა მათთვის და შეგვეხსენებინა, რომ ქალის როლი განსაკუთრებულია ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მინდა ყველა ქალს მივულოცო ეს დღე ჩემი ქალაქიდან“,- განაცხადა ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად