ზესტაფონი, დედამიწის საერთაშორისო დღეს, გამწვანების აქციით შეუერთდა

ზესტაფონის მერის, გიორგი გოგლიჩიძის ინიციატივით, დედამიწის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი აქცია ჩატარდა. ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე, ცაცხვის და მუხის ნერგები დარგეს. მოეწყო ასევე დასუფთავების აქცია.

ხეების დარგვაში, ქალაქის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს, ასევე კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური იღებდნენ მონაწილეობას. აქციას, ზესტაფონში „წითელი ჯვრის“ წარმომადგენელი, მანანანა ცქიტიშვილიც შეუერთდა.

„ჩვენი სურვილია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით აქციებში ჩასართავად. ყველას ვალდებულებაა, ვიზრუნოთ საკუთარ ქალაქზე და ქვეყანაზე“. გიორგი გოგლიჩიძე
აქციის მიმდინარეობისა, გიორგი გოგლიჩიძემ დაანონსა, რომ მუნიციპალიტეტის მერია, კონკურსს გამოაცხადებს „საუკეთესო ეზოს“ სტატუსის გამოსავლენად. გამარჯვებულებს კი საჩუქრად ნარგავები გადაეცემათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...