ვახტანგ ბერიძემ, შმაგი ბოლქვაძეს ევროპის ჩემპიონობა მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა – ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, შმაგი ბოლქვაძეს საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა. ასევე, მადლობის სიგელები გადაეცათ ბრინჯაოს მედალოსანს – ლერი აბულაძეს და მწვრთნელს – ავთანდილ აბულაძეს.

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნეულ-რომალული სტილით ჭიდაობაში, ხულოელმა მოჭიდავეებმა კიდევ ერთხელ ასახელეს ჩვენი ქვეყანა. შმაგი ბოლქვაძემ 72 კგ. წონით კატეგიორიაში ევროპის ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა, ლერი აბულოაძემ კი, 63 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ამ უდიდეს წარმატებას ვულოცავ ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ჩვენს მუნიციპალიტეტს და სრულიად საქართველოს. ამ ბიჭების მიღწეული წარმატებები არის დასტური იმისა, რომ განსაკუთრებულად ღირსეული და ნიჭიერი ახალგაზრდები გყვავს ხულოში, რასაც მოფრთხილება და მხარდაჭერა სჭირდება. ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გამორჩეული და ნიჭიერი ახალგაზრდების ღვაწლი და შრომა ყოველთვის სათანადოდ იქნეს დაფასებული“ – ვახტანგ ბერიძე

გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს და მწვრთნელს – ავთანდილ აბულაძეს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ერთჯერად ფულად ჯილდოებს გადასცემს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...