დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 48 შშმ ბავშვს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტარუაშვილი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს ესტუმრა და საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების პაკეტი გადასცა.

აღნიშნული დახმარების აქცია შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში: კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად