დმანისის მერი სოფელ ირგანჩაიში დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, სოფელ ირგანჩაიში დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.

მიმდინარე წლის 27 თებერვალს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, მოადგილეებთან, ბადრი სუბართან და არიფ სულეიმანოვთან, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელთან – თემურ ზურაბიშვილთან და ირგანჩაის წარმომადგენელ აჟდარ ახმედოვთან ერთად , სოფელ ირგანჩაიში, სასაფლაომდე მისასვლელი გზის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, ადგილზე პირადად შეაფასა.

პროექტის ღირებულებამ 700 365 ლარი შეადგინა, სამუშაოები ამხანაგობა “ენკამ” განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ გზასთან ერთად მოეწყო სანიაღვრე სისტემა, რომელიც სოფელში ამ დრომდე არ არსებობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად