დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დღეს განახლდა.
პატარებს სასწავლო წლის დაწყება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა , საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა და სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ყოჩიაშვილმა მიულოცეს.
არსებული ეპიდსიტუაციის გამო სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი რეგულაციების მკაცრი დაცვით მიმდინარეობს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში 852 ბავშვია რეგისტრირებული.