დედამიწის დღე წყალტუბოში დასუფთავების აქციით, ხეების დარგვითა და საერთაშორისო ონლაინ კონფერენციით აღინიშნა

დასუფთავების აქციაში მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი ჩართნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის, ააიპ-ებისა და საერთაშორისო პროექტის ,,თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის’’ წარმომადგენლებმა ცენტრალური პარკის, ცივი ტბის, საკონცერტო დარბაზი „ივერიის“ , მუზეუმის, სანატორუმ ,,მედიასა’’ და პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს.
ქალაქის N1,2, 3, 4 საჯარო სკოლების, არასახელმწიფო საერო სკოლა „ოცნების“ , სასულიერო გიმნაზიის, სოფელ გვიშტიბის, ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარადმწვანე მცენარებიც დარგეს და პროექტის ,,თანამშრომლობა სუფთა გარმოსთვის’’ ფარგლებში გამართულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციში: „დედამიწა -სიცოცხლის პლანეტა“ მიიღეს მონაწილეობა, სადაც წარადგინეს საინტერესო პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე.
,,წყალტუბოს აქვს მწვანე ქალაქის სტატუსის ტარების ამბიცია, ამიტომ ეკოლოგიაზე მუდმივი ზრუნვა, გარემოსდაცვითი ღონისძიებები და გამწვანების აქციები, ნარჩენების მართვა და სეპარირება უნდა იყოს ერთ-ერთი პრიოტეტული თემა, სასიხარულოა, რომ ამ მიმართულებით ჩვენს მუნიციპალიტეტში ხორციელდება საერთაშორისო პროექტი ,, თანამშრომლობა სუფთა გარომოში, რომლის ფარგლებში გამართულ აქტივობებში ახალგაზრდებიც მონაწილეობენ’’- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...