დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, რვავე მუნიციპალიტეტში დასუფთავება-გამწვანების აქცია იმართება

დღეს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, რვავე მუნიციპალიტეტში დასუფთავება- გამწვანების აქცია იმართება.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში, მერის მოადგილე, ვაჟა ნასყიდაშვილთან ერთად, დასუფთავება- გამწვანების აქციაში პირადად მიიღო მონაწილეობა.

“კახეთის რეგიონმა ზედიზედ მესამედ სუფთა რეგიონის სტატუსი დაიმსახურა. ჩვენთვის ერთი- ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია გარემოზე ზრუნვა და ყოველდღიურ რეჟიმში, რეგიონში დასუფთავების სამუშაოების ჩატარება”- აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.
კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე დასუფთავება- გამწვანების აქციაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...