გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა და მცირეწლოვანი ბავშვი მძიმედ დაშავდნენ

შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

დაშავებული ქალი და მცირეწლოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...