გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში საპროტესტო აქცია გაიმართა

აქციის მონაწილეებმა ბაკურციხეში შემოვლითი გზის მშენებლობა გააპროტესტეს. მათი განცხადებით, გურჯაანი-ბაკურციხის დამაკავშირებელი ახალი გზა, რომელიც სოფელზე გადის, ვენახებამდე მისასვლელს კეტავს, რის გამოც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელად დამატებით რამდენიმე კილომეტრის გავლა მოუწევთ.

მოსახლეობა პროექტში ცვლილების შეტანას და ნაკვეთებამდე მისასვლელი გზის გაკეთებას, მანამდე კი სამუშაოების შეჩერებას ითხოვს.

აქციის მონაწილეებს გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი შეხვდა. კოტე ბერძიშვილის განმარტებით, უახლოეს დღეებში საგზაო დეპარტამენტთან ერთად პრობლემის მოგვარებაზე იმსჯელებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...