გონიოში, საკარანტინო ზონასთან, მოსახლეობამ აქცია გამართა

გონიოში, ერთ-ერთ სასტუმროსთან, სადაც საკარანტინო ზონაა მოწყობილი, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაუშვებელია საკარანტინო ზონა საკურორტო ტერიტორიაზე, დასახლებულ ადგილას მოეწყოს.

მოსახლეობას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, მისი მოადგილე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ. ზაალ მიქელაძის თქმით, მოსახლეობას აუხსნეს, რომ ეს ადამიანები პაციენტები არ არიან და მხოლოდ იზოლირებულად უნდა იყვნენ.

გონიოში საპატრულო პოლიციაც იყო მობილიზებული.
გონიოში ერთ-ერთ სასტუმროში საკარანტინო ზონა გუშინ მოეწყო. იზოლაციაში 30-მდე პირია, რომლებიც მაღალი რისკის ზონებიდან დაბრუნდნენ.
საქართველოში კორონავირუსის უკვე 9 შემთხვევაა დადასტურებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად