გზების ინტენსიური განახლების პროცესი სენაკის მუნიციპალიტეტში

საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქად და სოფლად, სენაკის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ლოკაციაზე.

პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება.

ეს კადრები ქალაქად – კანკიას ქუჩის პირველი შესახვევის, სოფლად – ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ზემო სორტის, ძველი სენაკის ცენტრის კეთილმოწყობისა და საბავშვო ბაღამდე მისასვლელი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ასახავს.

ამ ეტაპზე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია კანკიას ქუჩის პირველ შესახვევში. ↘️პროექტის ღირებულებამ 73 518 ლარი შეადგინა.

ასევე კეთილმოეწყო ძველი სენაკის ცენტრი და საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზა, ღირებულებით – 159 134 ლარი.

საავტომობილო გზის ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ზემო სორტის უბანში.

პროექტის ღირებულება 271 545 ლარს შეადგენს; ამ პროექტის 2021 წელს შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაა – 200 000 ლარი, 2022 წლის – 71 545 ლარი.

სამუშაოებს სს „არქეოპოლისი” აწარმოებს.

ბოლო წლების მანძილზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე უტარდება ისეთ გზებს, რომლებსაც ათწლეულებია აღდგენითი სამუშაოები არ ჩატარებია. ეს ეხება როგორც მუნიციპალურ, ასევე შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...