გარე განათების მოწყობის სამუშაოები 27 სოფელში გრძელდება

აძვი, ქვეში, ქვემო არცევი, მუმლაანთკარი, ახალუბანი, ახრისი, ციცაგიაათკარი, ჯარიაშენი, კარბი, ქერე, ფხვენისი, ქვემო ხვითი, შინდისი, ყელქცეული, თედოწმინდა, ტინისხიდი, ოთარშენი, ბროწლეთი, ტირძნისი, არაშენდა საქაშეთი, ვარიანის მეურნეობა, ახალდაბა, ვარიანი, ხიდისთავის (2 უბანი), ზეღდულეთი (2 უნაბი), ახალსოფელი – ეს გორის მუნიციპალიტეტის ის სოფლებია, სადაც 2020 წელს ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ – ის ფარგლებში გარეგანათების მოწყობის სამუშაოები გაგრძელდება.

სამუშაოების შესყიდვის მიზნით გორის მერიამ ტენდერი 19 თებერვალს გამოაცხადდა. შესყიდვის ჯამური ღირებულება 698 725 ლრია. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დასრულდეს.

2020 წელს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 31 ინფრასტრუქტურულ პროექტი განხორციელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერები დაგეგმილი სამუშაოების შესყიდვის მიზნით.

პროგრამის 2020 წლის ბიუჯეტი, რომელიც მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე თანაბრად გადანაწილდა, 2 800 000 ლარს შეადგენს.

„სამოქალაქო ბიუჯეტი“ საზოგადოებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. მოქალაქეები თვითონ წყვეტენ რაში უნდა დაიხარჯოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათი ადმინისტრაციული ერთეულისთვის გამოყოფილი თანხა.
პროგრამა, რომლის მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა, გორის მუნიციპალიტეტში მეხუთე წელია ხორციელდება.
„სამოქალაქო ბიუჯეტი 2020“ – ის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ნუსხა სოფლების იხილეთ ბმულზე – https://drive.google.com/open?id=1MmPCmKhIoWUroY47ipV22wKzBP5uvOE3

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად